გაითვალისწინებს თუ არა ქართული ოცნება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს - ჯერ უცნობია, სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ, ამასტან ის მზადაა ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, და დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.
მმართველმა გუნდმა კანონი პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და ჯამში სხვადასხვა ფორმით და ეფექტით სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმრების ერთ მესამედს შეეხება. კანონს მოჰყვა გამოხმაურებები მხარეთა მხრიდან.