საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები A დივიზიონში დაწინაურდა

20 ივლისი 2024, 11:51 180 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ბათუმის ახალაშენებულ ქვიშის მოედანზე საქართველო უნგრელებთან 4:5 დამარცხდა, ამის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. უნგრეთის ნაკრებმა პირველ ტურში ლატვიასთან წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად საქართველოსთნ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.

საბოლოოდ, გუნდმა მიზანს მიაღწია და მოიგო. ლატვიამ, საქართველომ და უნგრეთმა 3-3 ქულა დააგროვეს. პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ლატვიას 6:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით მოიპოვა და ევროლიგის A დივიზიონის საგზურს დაეუფლა.

„ბათუმის საერთაშორისო თასის“ გათამაშება გრძელდება – საქართველოს ნაკრები დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში