დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მეორე შეხვედრას გამართავს, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ლატვიის ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მოიპოვებს უფლებას 2025 წლიდან A დივიზიონში იასპარეზოს. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი დღეს ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.