პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი. აჭარაში დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.