ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ.
საინფორმაციო შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, სიახლეები მათ ცესკოს თავმჯდომარემ გააცნო.
გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული არჩევნების და ტექნოლოგიების შესახებ უკვე ინფორმირებულია ნახევარ მილიონამდე ადამიანი.