ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია გრძელდება. ამჯერად საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ. მათ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ მიაწოდა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 26 ოქტომბერს არჩევნებზე იქნება გამოყენებული. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.