„ახალგაზრდული ფესტივალი მთაში“ - ასე ჰქვია ფესტივალს რომელიც ქედაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლები სხვადასხვა კულტურული, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მხიარული გათამაშებები. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში შეკრებილებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ხვალ ღონისძიება შუახევში გაგრძელდება.