საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში მიმდინარე ევროლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლატვიის ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
პირველ პერიოდში 3 გოლი გოჩა მახარაძემ გაიტანა და საქართველომ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის ბოლო პერიოდში ჯერ მეტოქემ გაქვითა ერთი ბურთი, შემდეგ კი ჟორდანიამ საბოლოო ანგარიში 6-1 დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებმა პირველი 3 ქულა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრები 19 ივლისს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.