''დინამო'' ბათუმმა ''ლუდოგორეცი'' დაამარცხა, თუმცა შემდეგ ეტაპზე მეტოქე გავიდა

17 ივლისი 2024, 23:45 681 ნახვა

“დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''დინამომ'' ბულგარეთის ჩემპიონი ''ლუდოგორეცი'' საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე 1-0 დაამარცხა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში ანგარიშით 2-3 შემდეგ ეტაპზე ''ლუდოგორეცი'' გავიდა.

ანგარიში სწრაფად მე-3 წუთზე გაიხსნა. მეტოქის კარში გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა.

რამდენიმე წუთში მამუჩაშვილმა ისევ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გოლი არ ჩათვალა.

ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ ორი კარგი ეპიზოდი ჰქონდათ, სადაც ჯერ ღუდუშაურმა ვერ დაარტყა ზუსტად, ხოლო მეორე შეტევისას ''ლუდოგორეცის'' მეკარემ ითამაშა კარგად.

მეორე ტაიმში ღუდუშაური ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და აქაც მეკარემ ითამაშა კარგად.

მატჩის მიწურულს გომისის დარტყმული ძელს მოხვდა დამატებაზე კი ბათუმელებმა შეტევა კარგად ვეღარ გააგრძელეს.

საბოლოო ჯამში მიუხედავად მოგებული მატჩისა შემდეგ ეტაპზე მეტოქე გავიდა.

''დინამო'' ბათუმი ასპარეზობას უკვე კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგორს ''დეჩიჩის'' დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 25 ივლისს ბათუმში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1 აგვისტოს მონტენეგროში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი