ცვლილება შევიდა “ზოგადი განათლების შესახებ კანონში”. სიახლეა ის რომ ამიერიდან კერძო და საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ერთი და იმავე დღეს – 15 სექტემბერს დაიწყებენ. აქამდე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად წყვეტდნენ სწავლის დაწყების თარიღს.
თუ მაგალითად, კერძო სასწავლებელი სწავლას 30 სექტემბერს დაიწყებდა, ეს მშობელს საშუალებას აძლევდა შვილი რომელიც 6 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ხდება კერძო სკოლაში შეეყვანა. რადგან 6 წელს მიუღწეველი მოსწავლის საჯარო სკოლაში რეგისტრაცია აკრძალულია.