სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყანა 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შეფასების 100%-ანი სისტემით, საქართველომ 81,6%-ი მიიღო.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მართლმსაჯულება რიცხვებით არ იზომება და საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ დაბალია.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მონაცემები ნათლად ასახავს, როგორ ვითარდება ქვეყნის დემოკრატიულობა.