გამაოგნებელია ფაქტი, რაც მსოფლიომ იხილა, დონალდ ტრამპზე თავდასხმამ შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება - კახა კალაძე

14 ივლისი 2024, 12:35 178 ნახვა

გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება.

 

თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები.

 

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

 

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

 

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!“,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში