ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ასე ეხმაურება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არაა.
"ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ.
პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა.
ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!", - აღნიშნავს პრემიერი.
მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო.