აშშ-ის მოადგილის ვიზიტი

12 ივლისი 2024, 14:29 370 ნახვა

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია მეორე დღეა შეხვედრებს მართავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მისი გამოსწორების ერთადერთ გზად ხელისუფლების ცვლილებას ასახელებენ.

ქართული ოცნება კი პარტნიორებისგან ლოგიკურ და სამართლიან მიდგომებს ელოდება და დარწმუნებული არიან, რომ სამომავლოდ ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ  გადაწყვეტილებებს გადახედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი