“ოცნების ქალაქი” - სახალხო დამცველის რეკომენდაცია

03 აპრილი 2017, 00:00 19818 ნახვა

მოქალაქეების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა რეგიონში ისევ პრობლემად რჩება.  მწვავედ დგას სხვადასხვა ობიექტში შეჭრილი პირების უსაფრთხოების საკითხი. ე.წ-ლი ,,ოცნების ქალაქი” სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ისევ  მოხვდა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ამ დრომდე აჭარის მთავრობას ამ დრომდე იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებშიც თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობენ არ განუსაზღვრავს. შესაბამისად, ამ კატეგორიის  მოსახლეობა სრულად  არ აღწერილა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პრობლემის შესწავლის მიზნით შექმნილ კომისიას რომელიც თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობას გააუმჯობესებდა, სტრატეგია და რეკომენდაცია არ შეუმუშავებია. სახალხო დამცველი აღმასრულებელ  და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავს, რომ გაუქმდეს ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილ პირებს ეკრძალებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი