„საარჩევნო სიახლეები და ტექნოლოგიები'' - თემაზე ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, ახალ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, მათი დანერგვის მნიშვნელობასა და საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობაზე.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებისა და ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მოახლოებული არჩევნები ჩატარდება. შშმ პირთათვის, თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად ვართ ჩართულები. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს შშმ პირთა წინაშე არსებული ბარიერები, რათა მათ შეძლონ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა.
თანამშრომლობა, რომელიც საჯარო უწყებებს, საარჩევნო ადმინისტრაციებს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და პარტნიორებს აერთიანებს, სწორედ ამ მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული - თანაბარ გარემოში, თანაბარი მიდგომა თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანის გარანტიაა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაშმა, „საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ“ ბათუმში გამართული საინფორმაციო შეხვედრის გახსნისას.