ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა

10 ივლისი 2024, 12:08 1705 ნახვა

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონალური ოფისი გაიხსნა. აქ  მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია განთავსდა.  

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ამ დრომდე ბათუმის ლაბორატორიაში ტარდებოდა მხოლოდ მოკლე ქიმიური ანალიზი, ხოლო სინჯები სრული ანალიზისთვის იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი