საია-ს ანგარიში

09 ივლისი 2024, 13:39 374 ნახვა

მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება “კლანური“ მმართველობა - ამის შესახებ საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში. დოკუმენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასული წლის საქმიანობაა შეფასებული.

საიას ანგარიშში რამდენიმე საკითხია გამოკვეთილი, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში ხარვეზებს შეეხება. მათ შორის ნათქვამია, რომ პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა მიღების პროცესი ჭიანურდება, კონკურსები არ გამოცხადებულა იმის მიუხედავად, რომ ვაკანსიების მაღალი რიცხვია. 

ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინების პროცესზე გავლენა აქვს, რასაც სისტემის გასაკონტროლებლად იყენებს.

საიას რიგით მე-12  ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სრულად დახურული ორგანო და კვლავ პრობლემაა ინფორმაციის საჯაროობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი