ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეეხოს.
ამასთან ითხოვენ, რომ სახელისუფლებო პარტიამ მკაფიოდ აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ ამნისტიის მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა ან საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მაშინ „ოცნებამ'' წარადგინოს სანდო კვლევა.