ახალ პოლიტიკურ პლატფორმას უკვე აფასებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, დაშალეს ერთი პარტია და მეორე ააშენეს, უმრავლესობას არ სჯერა, რომ ოპოზიციაში ახალი სახე გამოჩნდა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა საჭიროა ერთიანობა, რომ გამარჯვებით დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები.