ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა. პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი.
„ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი - 5 იქნება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან "ეგოების ჭიდილის" დრო, არამედ ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა.