საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

05 ივლისი 2024, 22:33 535 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქის დაცვას 80 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად ვერაფერი მოუხერხა და შეხვედრა ლელოს გარეშე დაასრულა. 

ჩვენი ნაკრებიდან ყველა, ქულა ლუკა მატკავას ანგარიშზე დაგროვდა, რომელმაც პირველ ნახევარში სამი, ხოლო მეორე ნახევარში ერთი ჯარიმის გატანა შეძლო.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ამ შეხვედრის გარდა, ზაფხულში კიდევ ორ ტესტმატჩს გამართავს – 13 ივლისს  „ბორჯღალოსნები“სენდაიში იაპონიის ნაკრებს ეთამაშებიან, 20 ივლისს კი სიდნეიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი