საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოეთიშა.
ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში ჩვენს ნაკრებს ფილიპინების ნაკრებთან მინიმუმ 19 ქულით მოგება სჭირდებოდა, თუმცა ჯიკიჩის შეგირდებმა ეს ვერ მოახერხეს და მეტოქეს მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობით 96:94 აჯობეს. შესაბამისად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარეშე ჩაივლის.
ფილიპინელებთან მატჩი საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო, სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გოგა ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო, ხოლო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა, 3 მოხსნა და 7 გადაცემა დაგროვდა. ფილიპინების ნაკრებს კი 28 ქულით, 8 მოხსნითა, 8 გადაცემით ბრაუნლიმ ულიდერა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან ორი გუნდი გადიოდა. საქართველოს ნაკრებმა კი 1 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენი ჯგუფიდან კი ნახევარფინალის საგზური, ბურთების უკეთესი ბალანსის გამო ფილიპინების ნაკრებთან ერთად ლატვიის ნაკრებმა მოიპოვა.