ჩელენჯ თასის ახალ სეზონში „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია

02 ივლისი 2024, 14:07 268 ნახვა

დღეს, რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირის „ჩელენჯ თასის“ 2024/2025 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" მეტოქეები გაირკვა.

ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში, შარშანდელის მსგავსად 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

შავი ლომი C ჯგუფში: „ვანსთან“, „ბაიონასთან,“ „ სკარლეტსთან,“ „გლოსტერთან“ და „ედინბურგთან“ ერთად ითამაშებს. მატჩების განრიგი, კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, „სქარლეთსთან“ ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ „გლოსთერთან“ კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი