35 ათას 997 ამ რაოდენობის დანაშაული დაფიქსირდა გასულ წელს საქართველოში. აქედან თითქმის ნახევარი გახსნილია, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დანაშაულის ჩადენის კუთხით აჭარა მეორე ადგილზეა. უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებენ, რომლის თანახმად, ანალოგიური სტატისტიკა წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.