დამშრალი წყაროები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ისტორიული ძეგლი -ნიგაზეულში ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძვიან. სოფელი ეროზიულ ზონად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოცხადდა. მათი პრობლემა, საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, თუმცა ის ჯერ არც კი დაკომპლექტებულა. მეწყრული კერები კი სოფელში ყოველდღიურად იზრდება.