სულ რამდენიმე წუთის წინ დაეშვა კიოლნში ქართველი გულშემატკივრებით სავსე თვითმფრინავი, ქომაგები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
საქართველოს დროშებით და შეძახილებით 10 ათასი ქართველი ჩვენს ნაკრებს ისევ გაამხნევებს. მეორე რეისი დღეს 19 საათზე შესრულდება, კიდევ ერთი რეისი კი 30-ში გამთენიოს.
მატჩი 23 საათზეა დაგეგმილი. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ხვდება.