სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურში. კულტურის ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა.
კლასიკური მუსიკის საღამოზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ხელვაჩაურში სამი სახელოვნებო სკოლაა, სადაც მოსწავლეები ფორტეპიანოსა და სხვა ინსტრუმენტულ ჯგუფებში სწავლობენ.