შემოქმედებითი საღამო ხელვაჩაურში

29 ივნისი 2024, 12:22 296 ნახვა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. მსახიობ მაკა შალიკაშვილთან შეხვედრას ახალგაზრდები დაესწრნენ. ისაუბრეს პოეზიაზე, სხვადასხვა ავტორის შემოქმედებაზე, ასევე მხატვრულ კითხვასა და სამსახიობო ოსტატობაზე. წაიკითხეს ლექსები, მათ შორის მოზარდებმა საკუთარი ნამუშევრები გააცნეს თანატოლებსა და შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი