საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭომ პირველი სხდომა გამართა.
პროკურატურის ცნობით, საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 4 ივლისის 11:00 საათიდან დაიწყებს.
„გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს“- წერია განცხადებაში.