საქართველო-ესპანეთის შეხვედრას ფრანგი მსაჯი განსჯის

28 ივნისი 2024, 23:40 585 ნახვა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთი-საქართველოს შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარი მსაჯი 35 წლის ფრანსუა ლეტეკსიე იქნება. მას ასისტენტობას ასევე ფრანგები: სირილ მუნიე და მედი რამუნი გაუწევენ. მეოთხე რეფერი ნიდერლანდელი სერდარ გოზიუბიუიუკია, ხოლო ვიდეოასისტენტი -  ასევე ფრანგი ჟერომ ბრიზარი.

ფრანსუა ლეტეკსიე ძირითადად საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩებზე მუშაობს, ფიფას არბიტრი კი 2017 წლიდანაა.

ფრანგმა რეფერიმ, რომელმაც 2023 წლის უეფა სუპერთასი მატჩი მანჩესტერ სიტი-სევილია განსაჯა, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უკვე იმუშავა ხორვატია-ალბანეთისა და დანია-სერბეთის დაპირისპირებებში.

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 30 ივნისს, კიოლნის “რეინ ენერგიზე” თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი