11-12 მარტის აქციას სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება. უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ სამართალდამცველთა რეაგირება 11-12 მარტის მოვლენების დროს დაგვიანებული იყო. ამ და სხვა დეტალებზე ომბუდსმენმა დღეს 2016 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ არსებულ ვითარებას ასახავს.