ბათუმში ირანის საკონსულოში საარჩევნო უბანია გახსნილი

28 ივნისი 2024, 14:04 560 ნახვა

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში ირანის საკონსულოში გახსნილია საარჩევნო უბანი, სადაც ირანის მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს ხმის მიცემა შეუძლიათ.

საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება, კონსული ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით აქტივობა ამ დროისთვის მაღალია.

ბათუმის გარდა საარჩევნო უბანი გახსნილია თბილისში, ირანის საელჩოში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი