გიორგი მიქაუტაძემ ''მონაკოსთან'' პირადი კონტრაქტი შეათანხმა

28 ივნისი 2024, 13:38 483 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ''მეცის'' თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ''მონაკოსთან'' პირადი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურება. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე,

ჯგუფური ეტაპის შემდეგ მიქაუტაძე ბომბარდირთა სიას ერთპიროვნულად ლიდერობს 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით.

ევრო 2024-ის დაწყებამდე თუ მიქაუტაძით ინტერესს ძირითადად ფრანგულ კლუბებს: ''მონაკოს'', ''ლიონს'', ''რენსსა'' და ''ლანსს'' მიაწერდნენ, ტურნირის მიმდინარეობისას მათ ინგლისური ''ნიუკასლი'', გერმანული ''დორტმუნდი'', იტალიური ''ნაპოლი'', თურქული ''გალათასარაი'' და ''ფენერბახჩე'' დაემატნენ.

გიორგიმ საფრანგეთის 2023/24 წლების ლიგა 1-ის 20 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი