საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანტონიო კოსტას შეხვდა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატია. მათ საქართველოს პრეზიდეტს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარადაჭერა გამოთქვეს.