ქართველი გულშემატკივრების ზეიმი | ქობულეთი

27 ივნისი 2024, 10:04 341 ნახვა

ზეიმით აღინიშნა გამარჯვება ქობულეთშიც, სადაც თამაშის საჯარო ჩვენება ამფითეატრის დიდ სცენაზე შედგა. ოვაციებით, შეძახილებით და ქუჩებში საყვირებით გამოსული ფეხბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს  გამარჯვებას ულოცავდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვება გულშემატკივრებმა ქუჩებში იზეიმეს.

აღმაშენებლის და რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი მსვლელობის გამო  მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში