საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქუთაისის“ მეტოქე ცნობილია

26 ივნისი 2024, 17:06 457 ნახვა

დღეს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ სლოვაკეთის „ლევიცეს“ დაუპირისპირდება. ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში კი, კოტე ტუღუშის გუნდი ესტონურ „კალევს“ შეხვდება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში კი „ქუთაისელები“ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებენ.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 15-დან 22 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ „ქუთაისმა“ სუპერლიგის ფინალში „კავკასია“ 3:1 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი