საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

25 ივნისი 2024, 12:42 587 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება.

ივლისში U20 ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 12-21 ივლისს კოსოვო უმასპინძლებს.

საქართველოს 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები C ჯგუფში ლიეტუვას და ესტონეთს დაუპირისპირდება.

მოსამზადებელ ეტაპზე 25-26 ივნისს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები ირანელ თანატოლებს დაუპირისპირდება, ხოლო 2-4 ივლისს თურქეთს მიიღებს და ამით დაასრულებს ტესტ-მატჩების სერიას. მატჩები ოლიმპიურ სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარის რეგიონიდან ანრი აბულაძე (გარემარბი მარცხენა კუთხის მოთამაშე) ნუგზარ ტარიელაძე (გარემარბი მარჯვენა კუთხის მოთამაშე) და თემურ ქამადაძე (მეკარე) ასპარეზობენ.

ევროპის ჩემპიონატის მატჩების განრიგი:

  • 13 ივლისი საქართველო-ესტონეთი;
  • 15 ივლისი ლიეტუვა-საქართველო;
  • 19 ივლისი ნახევარფინალები;
  • 21 ივლისი ფინალი.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი