ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა - გიორგი მამარდაშვილი

23 ივნისი 2024, 19:42 567 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ის მეორე ტურის შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა.

ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის განმავლობაში მეტოქეთა დარტყმული ბურთი 11-ჯერ მოიგერია.

იგი UEFA-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მამარდაშვილი ჩეხეთთან თამაშზე სოციალურ ქსელში წერს:

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

 

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - წერს ფეხბურთელი.

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს, 26 ივნისს, პორტუგალიასთან ჩაატარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი