პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა

23 ივნისი 2024, 10:20 297 ნახვა

პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს.

შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით – 3:0 დასრულდა.

პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, სწორედ, პორტუგალიასთან გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი