საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის.
მამარდაშვილს 9 მოგერიება მოუგროვდა.
ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ UEFA საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს.
საქართველო-ჩეხეთის შეხვედრაში UEFA-მ, სწორედ, გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.