გარდა ჰამბურგისა, სადაც უამრავი ქართველი გულშემატკივარი იმყოფება და რამდენიმე საათში სტადიონზე ჩვენი ფეხბურთელების გამხნევებას შეეცდებიან, ნაკრებს უგულშემატკივრებენ საქრთველოსა და ყველა მუნიციპალიტეტში.
ისევე როგორც წინა თამაშის დროს ახლაც დიდ ეკრანებზე მიადევნებენ თვალს მატჩის მიმდინარეობას. ბათუმში შეკრების ადგილი ისევ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა.