საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება

22 ივნისი 2024, 09:58 339 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი ტურის შემდეგ ორივე ნაკრები ქულის გარეშეა და დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ნაკრებს ჩეხეთის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. თუმცა ჩეხებთან თამაში შემოდგომაზე კიდევ ორჯერ მოგვიწევს, ამჯერად ერთა ლიგის B დივიზიონში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში