„ოჯახში ძალადობის გავლენა შრომით ურთიერთობებზე“ - კვლევა

21 ივნისი 2024, 14:15 512 ნახვა

„ოჯახში ძალადობის გავლენა შრომით ურთიერთობებზე“- თემაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.  კვლევის მიზანია ოჯახური ძალადობის გავლენის შეფასება შრომით ურთიერთობებზე, შესაბამისი ეფექტური ღონისძიებებისა და მეთოდების იდენტიფიცირება, რაც კვლევის ავტორების თქმით, შეამცირებს ოჯახური ძალადობის უარყოფით შედეგებს საქართველოში შრომის გარემოზე. 

კვლევის მომზადებისას ავტორებმა ძალადობასთან და შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეებზე ინფორმაცია 112-დან, სახალხო დამცველის აპარატიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იურიდიული დახმარების ცენტრიდან  და  შრომის ინსპექციიდან  გამოითხოვეს.

კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა, აღმოჩნდა რომ  არც ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დასაქმებულებმა იციან რა შეიძლება გააკეთონ დამსაქმებლებმა მათი ინტერესის დასაცავად და პირიქით, არც დამსაქმებლებს აქვთ ინფორმაცია რამდენად შეუძლიათ სამუშაო ადგილებზე გაითვალისწინონ აღნიშნული პირების მდგომარეობა.

კვლევა საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანების მიერ სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით  მომზადდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი