ორშაბათიდან ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება იწყება. ამისთვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მზა ატესტატი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა.
დოკუმენტის უფასოდ მისაღებად სააგენტოს უნდა მიმართოთ 31 დეკემბრის ჩათვლით.