იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო განიხილა. ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა.
განხილვას მხოლოდ უმრავლესობა ესწრებოდა. დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა საარჩევნო წესთან დაკავშირებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის გზებს. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს არ სთავაზობს ალტერნატიულ გზას ამ საკითხზე. კამათი გამოიწვია საკონსულტაციო ჯგუფის ხელახლა შექმნის საკითხმა, რომელსაც მოტივირებული შენიშვნები ითვალისწინებს.
კანონმდებლების განცხადებით, სამი წლის წინ საკონსულტაციო ჯგუფის დაშლის მიზეზი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი გახდა. ახლა კი პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული ჯგუფის მუშაობის შესახებ.