პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა. კანდიდატებს: გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს კომიტეტზე დამსწრეებმა, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა, მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამასთან, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის თანახმად, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი.