“დინამო” ბათუმის ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

17 ივნისი 2024, 19:16 3347 ნახვა

“დინამო” ბათუმის სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. 

"დინამო”განუთესავია და მისი სავარუდო მეტოქეები: “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “FCSB”(რუმინეთი), “პიუნიკი” (სომხეთი) და “პეტროკუბი” (მოლდოვა) არიან.

ხვალ 18 ივნისს, თბილისის დროით 16:00 სთ-ზე ოფიციალური წილისყრა გაიმართება და ოთხი კლუბიდან ერთ-ერთს ბათუმელები შეხვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და საპასუხო მატჩები, 9-10 და 16-17 ივლისს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში