საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება

17 ივნისი 2024, 10:10 219 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა პარლამენტში ამ კვირას დაიწყება.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონის დაბლოკვას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ვეტოს დაძლევას აპირებს.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ერთადერთი მიზანი ცესკო-ს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ვეტოს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებით, „ქართული ოცნება“ ცესკო-ს სრულად იქვემდებარებს და საარჩევნო კანონმდებლობას მის პოლიტიკურ ინტერესებს არგებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში