ევროპის მოქმედი ჩემპიონი ევრო 2024-ს გამარჯვებით იწყებს

16 ივნისი 2024, 11:47 325 ნახვა

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ევრო 2024-ს გამარჯვებით იწყებს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, იტალიის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. 

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი ალბანეთმა გაიტანა. ეს იტალიასთან მატჩის 23-ე წამზე მოხდა. გოლის ავტორი  ნედიმ ბაირამია. 

იტალიის ნაკრებმა თამაში ხუთწუთიან მონაკვეთში შემოატრიალა. მე-11 წუთზე ანგარიში  ბასტონიმ გაათანაბრა. 

მოგვიანებით იტალია  ბარელამ შორეული, დარტყმით დააწინაურა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. 

პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში თითო-თითო მოგებით იტალია და ესპანეთი ლიდერობენ. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი